საქართველო უკვე წლებია ამაყობს იმით, რომ არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა რეგიონში და მის მიღმა ბიზნესის დაწყების სიმარტივითა და საინვესტიციო გარემოს თავისუფლებით. თუმცა, ამ სიმარტივის მიუხედავად, მაინც მრავლად არის ცალკეული ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერები, რომელთა სრულფასოვნად დაძლევაც მხოლოდ სანდო და კვალიფიციური სამართლებრივი პარტნიორის მიერ გაწეული კვალიფიციური საკორპორაციო იურიდიული მომსახურება დახმარებით არის შესაძლებელი.
საქართველოში ბიზნესის დაწყება და მისი შემდგომი განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ ინოვაციური იდეის ქონას, ფინანსურ რესურსებზე წვდომას, მეწარმეობის სურვილს ან ანტერპრენერულ უნარებს, არამედ ადგილობრივი სამართლებრივი სისტემის სიღრმისეულ ცოდნასა და გააზრებასაც. კომპანიის დაფუძნებასა და მის მართვაში მნიშნელოვანი ადგილი უჭირავს სამართლებრივ ასპექტებს, რომლის უყურადღებოდ დატოვება ადრე თუ გვიან აუცილებლად შეუქმნის კომპანიასა და დამფუძნებლებს არაერთ კორპორატიულ პრობლემას. სწორედ ასეთი პრობლემების პრევენციის ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს კვალიფიციური საკორპორაციო იურიდიული მომსახურების მიღება, რომელსაც გთავაზობთ ჩვენი იურიდიული ფირმა – Adamia Legal-ი.
🔹 რატომ უნდა აგვირჩიოთ?
ჩვენი საკორპორაციო იურიდიული მომსახურება სრულად არის მორგებული ქართულ რეალობასა და ქართული ბიზნესის რეალურ საჭიროებებს.
Adamia Legal-ის გუნდი უკვე წლებიამუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებთან და ეხმარება მათ ბიზნესის რეგისტრაციაში, სარეგისტრაციო დოკუმემტების მომზადებაში, წესდების გამართვასა და კომპანიის მმართველობითი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. ამ მიმართულებით უკვე ასეულობით კლიენტს დავეხმარეთ საქართველოში კომპანიის დაფუძნებასა და პარტნიორებს შორის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი დოკუმენტების შედგენაში..
ჩვენი იურიდიული ფირმის ერთ-ერთ პირდაპირ სპეციალიზაციას წარმოადგენს საკორპორაციო იურიდიულ მომსახურება, რომელიც მოიცავს კომპანიისთვის, დამფუძნებლისთვის, კომპანიის მენეჯმენტისთვის და საკორპორაციო ურთიერთობებში ჩართული სხვა ნებისმიერი პირისთვის საჭირო სხვადასხვა სერვისებს.
🔹 რას მოიცავს ჩვენი საკორპორაციო იურიდიული მომსახურება?
1. კომპანიის რეგისტრაცია და სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადება
სააქციო საზოგადოება, შპს, სპს, კოოპერატივი თუ კომანდიტური საზოგადოება – ჩვენ დაგეხმარებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეარჩიოთ თქვენი ბიზნესგეგმისთვის შესაფერისი სამართლებრივი ფორმა, შეადგინოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული და სამართლებრივად გამართული სადამფუძნებლო დოკუმენტები, დამატებით მოაწესრიგოთ პარტნიორებს შორის ურთიერთობა და მშვიდად და თავდაჯერებულად დაარეგისტრიროთ კომპანია მარეგისტრირებელ ორგანოში. ამ პროცესში სწორედ ჩვენგან უნდა მიიღოთ კვალიფიციური საკორპორაციო იურიდიული მომსახურება.
2. კორპორაციული მართვის სტრუქტურა და შიდა დოკუმენტაცია
სადამფუძნებლო შეთანხმება, წესდება, პარტნიორთა დამატებითი შეთანხმება, დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულება, მართვის ორგანოების ფუნქციების განსაზღვრა, მოვალეობების ჩამოყალიბება და სხვა – ჩვენ ვამზადებთ ყველაფერს რაც ამ მიმართლებით გჭირდებათ, რათა კომპანიაში მიაღწიოთ სამართლებრივ სრულყოფილებას.
3. შერწყმა და შეძენა (M&A)
თუ ახორციელებთ სხვა კომპანიაში წილის შეძენას ან სხვა კომპანიასთან შერწყმას ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა აუცილებელი დოკუმენტის შედგენასა და პროცედურის განხორციელებას. ცალკეულ შემთხვევაში ასეთ ტრანზაქცია მოითხოვს კონკურენციის სააგენტოში შეტყობინებას. იმის გათალისიწნებით, რომ კონკურენციის სამართალი წარმოადგენს ჩვენი იურიდული ფირმის განსაკუთრებულ სპეციალიზაციას და ამ სფეროში ჩვენ გვყავს ქვეყანაში მოწინავე იურისტები, ჩვენ უზრუნველვყოფთ სააგენტოში სრულყოფილი შეტყობინების წარდგენას შესაბამისი თანხმობის მისაღებად.
4. სახელშეკრულებო მომსახურება
თქვენი კომპანიისთვის ჩვენ უზრუნველვყოფთ მრავალმხრივ და ყოვლისმომცველ სახელშეკრულებო იურიდიულ მომსახურებას. კომპანიას დაფუძნებისას და მის შემდგომ მუდმივად ესაჭიროება სამართლებრივად გამართული კომერციული კონტრაქტების მომზადება, რასაც ჩვენი იურიდიული ფირმა უზრუნველყოფს იმის გათვალისწინებით, რომ სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება ასევე წარმოადგენს ჩვენი ფირმის ერთ-ერთ ძირითად სპეციალიზაციას.
🔹 რატომ არის საკორპორაციო იურიდიული მომსახურება კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
საკორპორაციო სამართალი და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ქვეყანაში აყალიბებს ბიზნესსუბიექტების დაფუძნებისა და ფუნქციონირების ძირითად სამართლებრივ ფუნდამენტს. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანიის დაფუძნება თუ მისი საქმიანობა მუდმივად ამ საკორპორაციო კანონმდებლობის ფარგლებში ხორციელდება. აქედან გამომდინარე, პროფესიონალური საკორპორაციო იურიდიული მომსახურება არა მხოლოდ უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, არამედ შეგიქმნით მყარ და სტაბილურ სამართლებრივ საფუძველს თქვენი ბიზნესი უსაფრთხო და თავდაჯერებული მართვისა და განვითარებისათვის.
დასკვნა
თუ ეძებთ ისეთ სამართლებრივ პარტნიორს, რომელიც გაგიწევთ პროფესიონალუს და სანდო სამართლებრივ მხარდაჭერას კომპანიის დაფუძნებისა და მისი შემდგომი მართვის პროცესში Adamia Legal-ი და ჩვენი საკორპორაციო იურიდიული მომსახურება უნდა იყოს თქვენი პირველი არჩევანი.
დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ სრულფასოვანი სამართლებრივი მხარდაჭერა თქვენი ბიზნესის სამართლებრივი სრულყოფილებისთვის.