Adamia Legal Solutions

თქვენი სანდო სამართლებრივი პარტნიორი საქართველოში

თქვენს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული იურიდიული მომსახურება

თქვენი პრობლემების სამართლებრივი გადაწყვეტა იწყება ჩვენთან! დაგვიკავშირდით ახლავე!

სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება

სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება, Contractual Services in Georgia

სახელშეკრულებო იურიდიულ მომსახურებაs ვთავაზობთ ყველას, ვისაც სურს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ინტერესები, მიიღოს სამართლებრივად გამართული ხელშეკრულება და მინიმუმამდე შეამციროს პოტენციური დავების ალბათობა.


🔹 რას მოიცავს ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება

1. ხელშეკრულებების შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე

ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივად გამართულ ხელშეკრულებებს თქვენი კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. ხელშეკრულების შედგენისას მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ დოკუმენტის სამართლებრივ გამართულობას, სიზუსტესა და სანდოობას.

2. ხელშეკრულებების რევიზია

სანამ ხელს მოაწერთ ნებისმიერ ხელშეკრულებას, გადმოგვიგზავნეთ იგი და ჩვენ დეტალურად შევისწავლით  თითოეულ პუნქტს, გამოვავლენთ პოტენციურ სამართლებრივ რისკებს, ბუნდოვან ჩანაწერებს, თქვენთვის არასასურველ პირობებს, მიზანშეუწონელ დათქმებს და  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოგთავაზებთ რელევანტურ გამოსავალს.

3. ნოტარიული დამოწმება

ხელშეკრულების ნოტარიული დამოწმების აუცილებლობის შემთხვევაში, დაგეხმარებით აღნიშნულთან დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული საკითხების მოგვარებაში.

4. ხელშეკრულების რეგისტრაცია

ხელშეკრულების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის აუცილებლობის შემთხვევაში დაგეხმარებით აღნიშნულთან დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული საკითხების მოგვარებაში.


🔹 რა ტიპის ხელშეკრულებებს მოიცავს ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება

ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს, მათ შორის:

  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები – ნასყიდობა, ქირავნება, იჯარა, იპოთეკა და სხვა
  • შიდაკორპორაციული შეთანხმებები – პარტნიორთა შეთანხმება, სასამსახურო ხელშეკრულება დირექტორთან და სხვა
  • ნებისმიერი სახის მომსახურების ხელშეკრულება
  • სამშენებლო და სარემონტო ხელშეკრულებები
  • ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები
  • სასესხო და საკრედიტო ხელშეკრულებები
  • მორიგებასთან დაკავშირებული შეთანხმებები
  • შრომით ხელშეკრულებები
  • წილებთან და აქციებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები

🔹 რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება?

პროფესიონალიზმი – სახელშეკრულებო სამართლის სიღრმისეული ცოდნა

დეტალებზე ორიენტირება – არცერთი პუნქტი თუ დეტალი არ რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა;

კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა – თქვენი მიზნები ჩვენი პრიორიტეტია

ეფექტიანობა – სწრაფად და ხარისხიანად ვასრულებთ საქმეს , რადგან  ისევე   ვაფასებთ  კლიენტის დროს, როგორც საკუთარს.


🔹 სახელშეკრულებო სამართლის როლი საქართველოში

სახელშეკრულებო ურთიერთობები ბიზნესისა და კერძო სექტორის ფუნქციონირების ერთერთი ფუნდამენტია. კარგად შედგენილი ხელშეკრულება არა მხოლოდ იცავს მხარეთა ინტერესებს, არამედ ეხმარება მათ თავიდან აიცილონ პოტენციური სამართლებრივი პრობლემები.

საქართველოში სახელშეკრულებო სამართლის მომწესრიგებელ ძირითად კანონს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმოადგენს, რომელიც სახელშეკრულებო სამართლის ზოგად პრინციპებთან ერთად ასევე შეიცავს სხვადასხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობის (ნასყიდობა, ქირავნობა, იჯარა, სესხი, გადაზიდვა-გადაყვანა და სხვა) მომწესრიგებელ დებულებებს.

ამ ნორმების ცოდნა და გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შედგენისას, რათა დოკუმენტი იყოს არა მხოლოდ გამართული, არამედ პრაქტიკაში ფუნქციონირებადი, აღსრულებადი და ამასთანავე კლიენტის ინტერესებს მაქსიმალურად მორგებული.

გარდა ამისა, სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მომზადებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების პირობები თავსებადი იყოს არსებულ სასამართლო პრაქტიკასათან. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვისა და პოტენციური სამართლებრივი რისკების შემცირების უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნული  შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად მოითხოვს სამართლებრივი კვლევის აკადემიურ უნარებსა და შესაძლებლობებს, სწორედ ესაა ჩვენი იურიდიული ფირმის განსაკუთრებული სიძლიერე.

ამდენად, ჩვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის  გათვალისწინებით ვადგენთ ხელშეკრულების ტექსტს, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს, არამედ ქმნის მყარ სამართლებრივ კონსტრუქციას და მაქსიმალურად აზღვევს მას შემდგომი სამართლებრივი რისკებისაგან.

📞 დაგვიკავშირდით

თუ გსურთ სახელშეკრულებო ურთიერთობებში იყოთ დაცული – დაგვიკავშირდით ახლავე და მიიღეთ პროფესიონალური სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება!

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

გააზიარეთ

გაეცანით ჩვენი სერვისების სრულ სპექტრს

A detailed analysis of legislative and policy developments, focusing on legal and regulatory changes. Adamia Legal Solutions offers expert services in this field. / კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების დეტალური ანალიზი, სამართლებრივი და რეგულატორული ცვლილებების გათვალისწინებით. ადამია ლეგალ სოლიუშენზი გთავაზობთ ექსპერტიზირებულ სერვისებს ამ სფეროში. სამართლებრივი კვლევის მომსახურება

სამართლებრივი კვლევის მომსახურება

Adamia Legal-ის ერთ-ერთ სპეციალიზებულ მიმართულებას სამართლებრივი კვლევის მომსახურება წარმოადგენს. სამართლებრივი კვლევა არის ინფორმირებული და იურიდიულად გამყარებული გადაწყვეტილების მიღებისა და სამართლებრივი რისკების შეფასების ერთ-ერთ ქვაკუთხედს. იქნება

Read More »
A detailed analysis of legislative and policy developments, focusing on legal and regulatory changes. Adamia Legal Solutions offers expert seკანონმდებლობის ანალიზი

იურიდიული მომსახურება კანონმდებლობის ანალიზის მიმართულებით

ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ პროფესიონალურ იურიდიულ მომსახურებას კანონმდებლობის ანალიზისა და საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს შეფასების მიმართულებით, რათა დაგეხმაროთ ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების სწორად ინტერპრეტირებასა და შესრულებაში.

Read More »
A process of drafting expert legal opinions and policy reports, ensuring precision and clarity. Adamia Legal Solutions specializes in providing high-quality reports. / სამართლებრივი მომსახურება

სამართლებრივი მომსახურება სამართლებრივი დასკვნების მომზადების მიმართულებით

ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ ექსპერტულ სამართლებრივ დასკვნებს -სიზუსტე, სიღრმისეული ანალიზი და მაღალი ხარისხის სამართლებრივი მომსახურება.

Read More »
A process of drafting legal memos and policy briefs, ensuring clarity and thorough analysis. Adamia Legal Solutions offers professional services in this area. / სამართლებრივი სერვისი - ანგარიშებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება

სამართლებრივი სერვისი ანგარიშებისა და პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება

სამართლებრივი რეგულაციებისა და საკანონმდებლო ნორმების შემუშავება, ასევე კერძო კომპანიებისთვის ცალკეული პოლიტიკისა თუ სხვა სახის დოკუმენტების მომზადებად ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულების საქმიანობის

Read More »
An in-depth analysis of various legal frameworks, offering clear insights into their application. Adamia Legal Solutions provides expert legal guidance in this field. / იურიდიული სერვისი - კანონმდებლობის ცვლილების ანალიზი. იურიდიული სერვისი

იურიდიული სერვისი კანონმდებლობის ცვლილების ანალიზის მიმართულებით

ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ იურიდიულ სერვისს საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია სამართლებრივი ცვლილებების სიღრმისეულ ანალიზზე და დაგეხმარებათ წარმატებით გადალახოთ სამართლებრივი გამოწვევები. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი და აღნიშნულის

Read More »
A comprehensive analysis of regulatory and compliance issues, ensuring legal adherence and risk mitigation. Adamia Legal Solutions specializes in these critical areas. / რეგულატორული და შესაბამისობის საკითხების ყოვლისმომცველი ანალიზი, სამართლებრივი შესაბამისობის და რისკის შემცირების უზრუნველყოფა. ადამია ლეგალ სოლიუშენზი სპეციალიზირებულია ამ მნიშვნელოვანი სფეროებში.

სამართლებრივი შესაბამისობის ანალიზი

ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ იურიდიულ სერვისს საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია მოქმედი რეგულაციებისა და კანონმდებლობის სიღრმისეულ ანალიზზე და დაგეხმარებათ წარმატებით გადალახოთ სამართლებრივი გამოწვევები. კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი და

Read More »
Corporate Law Services in Georgia; საკორპორაციო იურიდიული მომსახურება

საკორპორაციო იურიდიული მომსახურება

თუ ეძებთ ისეთ სამართლებრივ პარტნიორს, რომელიც გაგიწევთ პროფესიონალურ და სანდო სამართლებრივ მხარდაჭერას კომპანიის დაფუძნებისა და მისი შემდგომი მართვის პროცესში Adamia Legal-ი და ჩვენი საკორპორაციო იურიდიული

Read More »
Competition Law Services in Georgia. იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით

იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით

Adamia Legal გთავაზობთ მაღალი დონის იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით საქართველოში. ჩვენი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს მმართველი პარტნიორი გიგა ადამია – კონკურენციის სამართლის დოქტორი და ამ

Read More »
Intellectual property law services in Georgia, offering protection for trademarks, patents, copyrights, and designs. ინტელექტუალური საკუთრების მიმართულება

ინტელექტუალური საკუთრების მიმართულება

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებები არაერთი შიდა თუ საერთაშორისო კანონმდებლობით რეგულირდება, რომელიც ქმნის ამომწურავ სამართლებრივ ჩარჩოს სასაქონლო ნიშნების, საავტორო უფლებების, პატენტებისა თუ კომერციული საიდუმლოების დასაცავად. ჩვენი

Read More »
Expert Immigration Law services by Adamia Legal, assisting with visas, residency, and citizenship in Georgia. საიმედო საიმიგრაციო იურიდიული მომსახურება

საიმიგრაციო იურიდიული მომსახურება

საქართველოში საიმიგრაციო საკითხების მოგვარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში იგულისხმება ვიზების აღება, სამუშაო ნებართვა, ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობა და სხვა. ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ სრულფასოვან

Read More »
Real estate law services in Georgia, covering buying, selling, leasing, and dispute resolution." ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობის ხელშეკრულება — მესაკუთრისა და დამქირავებლის სამართლებრივი გარანტიები

ქირავნობის ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხელშეკრულებაა უძრავი ქონების სექტორში. საცხოვრებელი ფართის ქირავნობისას ხელშეკრულების არსებობა და მისი სამართლებრივი გამართულობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია როგორც მესაკუთრის, ისე დამქირავებლის

Read More »
Public Procurement Law Services in Georgia for businesses navigating tenders, ensuring compliance, and resolving disputes. იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ საჯარო ტენდერებში, საჭიროებენ რეგულაციებთან შესაბამისობას და აწყდებიან სამართლებრივ სირთულეებს სახელმწიფო კონტრაქტების ფარგლებში.

იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში წარმატებული მონაწილეობა გულისხმობს რთული სამართლებრივი წინაპირობების სიღრმისეულ ცოდნას. ჩვენი იურიდიული მომსახურება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მოიცავს სრულყოფილ მხარდაჭერას — განაცხადის მომზადებიდან სახელმწიფო შესყიდვების

Read More »