🔹 რატომ არის მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ანალიზი
ქართულ სამართლებრივ სივრცეში კომერციული თუ სხვა სახის საქმიანობის დაწყება და მისი შემდგომი განხორციელება მოითხოვს არსებული კანონმდებლობის სიღრმისეულ გააზრებას. როგორც ბიზნესის, ისე ფიზიკური პირებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია კანონმდებლობის არსებული მოთხოვნების ცოდნა და მისი განუხრელად დაცვა ისეთი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელიც არ შეიცავს რაიმე სახის სამართლებრივ რისკებს.
ნებისმიერ იურისდიქციაში, სამართლებრივი ჩარჩოს სრულყოფილად გაგება და გააზრება აუცილებელია კომპანიის ეფექტური მართვისა და საქმიანობისთვის. არასწორად გააზრებული ან ზედაპირულად შეფასებული კანონმდებლობა შესაძლოა გახდეს სამართლებრივი დავების, სანქციებისა და რეგულაციური შეფერხებების მიზეზი. ჩვენი იურიდიული მომსახურება კანონმდებლობის ანალიზის მიმართულებით საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ ეს რისკები და მაქსიმალურად გამოიყენოთ არსებული შესაძლებლობები.
ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ პროფესიონალურ იურიდიულ მომსახურებას კანონმდებლობის ანალიზისა და საქართველოს სამართლებრივი ჩარჩოს შეფასების მიმართულებით, რათა დაგეხმაროთ ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების სწორად ინტერპრეტირებასა და შესრულებაში.
🔹 კანონმდებლობის ანალიზი მოიცავს:
⚡ შესაბამისობის შეფასება
ჩვენი კვლევისა და შესაბამისობის სერვისების ფართო სპექტრის ფარგლებში ვაფასებთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს. იქნება ეს კორპორატიულ მმართველობასთან, საგადასახადო ვალდებულებებთან თუ სექტორულ მოთხოვნებთან დაკავშირებული რეგულაციები თუ ნორმები — დაგეხმარებით, რომ უზრუნველყოთ თქვენი საქმიანობის შესაბამისობა აღნიშნულ ნორმებთან და რეგულაციებთან.
⚡ პოლიტიკის ანალიზი
ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას კანონმდებლობაში განხორციელებულ ისეთ ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც შემხებლობაშია თქვენს საქმიანობასთან. ამ კუთხით ჩვენს მიერ მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტი დაგეხმარებათ დროულად ადაპტირდეთ ახალ სამართლებრივ რეალობასთან.
⚡ რისკების შეფასება და შემცირება
ჩვენ უზრუნველვყოფთ სამართლებრივი რისკების ანალიზს, გამოვყოფთ ამ კუთხით თქვენს საქმიანობაში არსებულ სუსტ წერტილებს და შემოგთავაზებთ მექანიზმებს მათი შემცირებისთვის.
⚡ ინდივიდუალური სამართლებრივი ანგარიშები
ვამზადებთ დაკვეთაზე მორგებულ სამართლებრივ ანგარიშებს საქართველოს სამართლებრივი გარემოს შესახებ, თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით. ანგარიშები არის მკაფიო, პრაქტიკული და მორგებული რეალურ გამოწვევებზე.
🔹 როგორ გეხმარებით თქვენი ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში
⚡კონსულტაცია და სტრატეგიის დაგეგმვა – ვაფასებთ თქვენს არსებულ IP პორტფელს და ვქმნით უფლების დაცვის შესაბამის სტრატეგიას;
⚡რეგისტრაცია და განაცხადების მართვა – ვაკეთებთ ყველა სამართლებრივ პროცედურას სასაქონლო ნიშნების, პატენტების დასარეგისტრირებლად და საავტორო უფლებების დეპონირებისათვის;
⚡მონიტორინგი და აღსრულება – ვადევნებთ თვალყურს და შესაბამისად ვრეაგირებთ თქვენი ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ხელყოფაზე
⚡კომერციალიზაცია და გაფართოება – გეხმარებით IP-ის ლიცენზირებასა და საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებაში;
🔹 რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი იურიდიული ფირმა?
⚡ გამოცდილი იურისტები: ჩვენი გუნდი შედგება სამართლის სხვადასხვა სფეროში მიღებული გამოცდილების მქონე კვალიფიციური ექსპერტებისგან, რაც უზრუნველყოფს სიზუსტესა და სანდოობას. ამასთან, ჩვენს ფირმას ხელმძღვანელობს პროფესიონალი იურისტი და სამართლის დოქტორი გიგა ადამია, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება სამართლებრივი კვლევების მიმართულებით (შესაბამისი აკადემიური ნაშრომების სანახავად ეწვიეთ ჩვენი დამფუძნებელი პარტიორის academia.edu პროფილს. შესაბამისად, ჩვენთან სამართლებრივი კვლევის მომსახურება გამორჩეულად მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
⚡ დროული და სანდო მომსახურება: ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ვადები სამართლებრივ პროცესებში, ამიტომ ვმუშაობთ ეფექტურად და სწრაფად.
⚡ კონფიდენციალურობა: უზრუნველვყოფთ მაქსიმალურ კონფიდენციალურობას თქვენი საკითხის განხილვისას.
📞 დაგვიკავშირდით — მიიღეთ საიმედო იურიდიული მომსახურება
თუ გჭირდებათ საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ, სანდო და აკადემიურად გადამოწმებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომლებიც მორგებულია თქვენი საქმიანობის სპეციფიკას. დაგვიკავშირდით, ახლავე!