გიგა ადამია

Asst. Prof., PhD., LL.M., LL.M, LL.B.,

გიგა ადამია არის გამოცდილი იურისტი და სახელშეკრულებო, საკორპორაციო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სამართლის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი საქართველოში. იგი ცნობილია თავისი მრავალწლიანი საერთაშორისო პრაქტიკითა და მრავალფეროვანი აკადემიური მიღწევებით.


სამართლის სფეროში მაღალი კვალიფიკაცია, რომელიც ეფუძნება სამეცნიერო მიღწევებსა და მრავალფეროვან საერთაშორისო გამოცდილებას

განათლება:

გიგა ადამიამ წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა და მაგისტრის ხარისხი მიიღო გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში. იგი ასევე ფლობს მეორე მაგისტრის ხარისხს, რომელიც მიენიჭა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად. 2023 წელს გიგა ადამიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასევე მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი  (Summa Cum Laude).

მრავალფეროვანი აკადემიური მიღწევების პარალელურად, გიგა დამიამ მიიღო არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო სტიპენდია გერმანიასა და საქართველოში, რამაც კიდევ უფრო ხელი შეუწყო მის პროფესიულ ზრდას სამართლის სხვადასხვა სფეროში.

მრავალფეროვანმა აკადემიურმა თუ პრაქტიკულმა გამოცდილებამ კი მას ბიზნეს სამართლის მიმართულებით მოწინავე იურისტებს შორის გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა.

პრაქტიკული გამოცდილება:

პროფესორ გიგა ადამიას პრაქტიკული გამოცდილება მოიცავს არაერთ საჯარო სტრუქტურასა თუ კერძო კომპანიაში იურისტად მუშაობას. მის ბიოგრაფიაში განსაკუთრებულ ადგილს ასევე იკავებს სხვადასხვა სახის სტაჟირების პროგრამები ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უწყებებში, როგორიცაა: ავსტრიის კონკურენციის უწყება (ვენა, ავსტრია), გერმანიის ფედერალური კონკურენციის ორგანო (ბონი, გერმანია),Bezirkshauptmannschaft Innsbruck (ინსბრუკი, ავსტრია) და Petersen Hardraht Pruggmeyer (დრეზდენი, გერმანია) და სხვა.

იურისტი ბიზნეს ორგანიზაციებისათვის

სახელშეკრულებო და საკორპორაციო სამართლის მიმართულება

გიგა, როგორც პრაქტიკოსი იურისტი, გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ  მომსახურებას, რაც მათ შორის მოიცავს: ხელშეკრულების შედგენას, სამართლებრივი რისკების მენეჯმენტს, კორპორატიულ სტრუქტურირებას. იგი კომპანიებს ეხმარება აქციონერთა და პარტნიორთა ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში, კორპორატიული დოკუმენტების შედგენაში წესების დაცვაში, სხვადასხვა მიმართულებით სამართლებრივი რისკების შეფასებაში და სხვა.

კონკურენციის სამართლის მიმართულება

გიგა, როგორც წარმატებული იურისტი, ასევე გამოირჩევა სიღრმისეული და მრავალმხრივი ცოდნით/გამოცდილებით, როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის კონკურენციის სამართლის მიმართულებით. გიგას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში კიდევ უფრო ამყარებს მის თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას ამ სფეროში და უზრუნველყოფს მისი მომსახურების მაღალ ხარისხს.

სახელმწიფო შესყიდვები და წარმომადგენლობა:

ჩვენი მმართველი პარტნიორი, როგორც პრაქტიკოსი იურისტი, კომპანიებს სამართლებრივ კონსულტაციას ასევე უწევს სახელმწიფო შესყიდვების სამართლის მიმართულებით, რაც მოიცავს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოში კომპანიების წარმომადგენლობას, შესაბამისი საჩივრის ან საპასუხო პოზიციის მომზადებას და სხვა.


აკადემიური მიღწევები:

გიგაასევე არის კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სადაც იგი კითხულობს ლექციებს სამართლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, სანივთო სამართალი, კონკურენციის სამართალი და სხვა. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად იგი ასევე აქტიურადაა ჩართული სამართლის მეცნიერების განვითარებაში. მისი ნაშრომები მათ შორის ეხება ენერგეტიკის, სამეწარმეო, სახელშეკრულებო, კონკურენციის, ინტელექტუალური საკუთრების სამართალს, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა პრობლემური სამართლებრივი საკითხების მეცნიერულ გადაწყვეტას. მისი აკადემიური ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


დაგვიკავშირდით

თუკი ეძებთ სანდო სამართლებრივ მხარდაჭერას თქვენი ბიზნესის განვითარების/ჩამოყალიბების პროცესში, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ.

დაგვიკავშირდით დღესვე და დაგეგმეთ სამართლებრივი კონსულტაცია სრული კონფიდენციალურობის დაცვით და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სამართლებრივი მხარდაჭერა.

ga@adamialegal.com

იურისტი. contract and corporate lawyer in Georgia. იურისტი

Share:

გაეცანით ჩვენი იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს

სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება, Contractual Services in Georgia

სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება

სახელშეკრულებო იურიდიულ სერვისებს ვთავაზობთ ყველას, ვისაც სურს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ინტერესები, მიიღოს სამართლებრივად გამართული ხელშეკრულება და მინიმუმამდე შეამციროს პოტენციური დავების ალბათობა.

Read More »
Corporate Law Services in Georgia; საკორპორაციო იურიდიული მომსახურება

საკორპორაციო იურიდიული მომსახურება

თუ ეძებთ ისეთ სამართლებრივ პარტნიორს, რომელიც გაგიწევთ პროფესიონალურ და სანდო სამართლებრივ მხარდაჭერას კომპანიის დაფუძნებისა და მისი შემდგომი მართვის პროცესში Adamia Legal-ი და ჩვენი საკორპორაციო იურიდიული

Read More »
Competition Law Services in Georgia. იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით

იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით

Adamia Legal გთავაზობთ მაღალი დონის იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით საქართველოში. ჩვენი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს მმართველი პარტნიორი გიგა ადამია – კონკურენციის სამართლის დოქტორი და ამ

Read More »
Intellectual property law services in Georgia, offering protection for trademarks, patents, copyrights, and designs. ინტელექტუალური საკუთრების მიმართულება

ინტელექტუალური საკუთრების მიმართულება

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებები არაერთი შიდა თუ საერთაშორისო კანონმდებლობით რეგულირდება, რომელიც ქმნის ამომწურავ სამართლებრივ ჩარჩოს სასაქონლო ნიშნების, საავტორო უფლებების, პატენტებისა თუ კომერციული საიდუმლოების დასაცავად. ჩვენი

Read More »
Expert Immigration Law services by Adamia Legal, assisting with visas, residency, and citizenship in Georgia. საიმედო საიმიგრაციო იურიდიული მომსახურება

საიმიგრაციო იურიდიული მომსახურება

საქართველოში საიმიგრაციო საკითხების მოგვარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში იგულისხმება ვიზების აღება, სამუშაო ნებართვა, ბინადრობის ნებართვა, მოქალაქეობა და სხვა. ჩვენი იურიდიული ფირმა გთავაზობთ სრულფასოვან

Read More »