გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

იურიდიული ფირმა, რომელშიც სიღრმისეული ცოდნა და ინოვაციური სამართლებრივი სტატეგიები ერწყმის ერთმანეთს

თქვენი პრობლემების სამართლებრივი გადაწყვეტა იწყება ჩვენთან! დაგვიკავშირდით ახლავე!

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ კონკრეტული სპეციალიზაციის იურიდიული ფირმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას როგორც ბიზნესისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის. კომპანიის დამფუძნებელია გიგა ადამია, სამართლის დოქტორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ლიცენზირებული წევრი.

ჩვენი ფირმა ძირითადად სპეციალიზდება სახელშეკრულებო სამართალში, საკორპორაციო სამართალში, კონკურენციის სამართალში,  ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და სხვა. ჩვენს კლიენტებს ასევე ვთავაზობთ სამართლებრივი კვლევისა და შებამისობის შეფასების სერვისებს. ამ და სხვა სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სერვისების გვერდზე. 

placeholder

იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

გიგა ადამია

Asst. Prof., Ph.D., LL.M., LL.M., LL.B.,

გიგა ადამია არის გამოცდილი იურისტი და სახელშეკრულებო, საკორპორაციო, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სამართლის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი საქართველოში. იგი ცნობილია თავისი მრავალწლიანი საერთაშორისო პრაქტიკითა და მრავალფეროვანი აკადემიური მიღწევებით.

გიგა გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ  მომსახურებას, რაც მათ შორის მოიცავს: ხელშეკრულების შედგენას, სამართლებრივი რისკების მენეჯმენტს, კორპორატიულ სტრუქტურირებას. იგი კომპანიებს ეხმარება აქციონერთა და პარტნიორთა ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში, კორპორატიული დოკუმენტების შედგენაში წესების დაცვაში, სხვადასხვა მიმართულებით სამართლებრივი რისკების შეფასებაში და სხვა.

ჩვენი პროფესიონალიზმი თქვენი სიძლიერეა!

სამართლებრივ სრულყოფილებას ვაღწევთ კვლევითა & განვითარებით

ჩვენი იურიდიული ფირმა გეხმარებით  კომპლექსური სამართლებრივი გამოწვევების მარტივად გადაწყვეტაში და ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ სამეცნიერო დონეზე აყვანილი სამართლებრივი კვლევის მძლავრი შესაძლებლობებითა და უნარებით

ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს არსებული კანონმდებლობის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის პროცესში. სიღრმისეული სამართლებრივი კვლევისა და სტრატეგიული ხედვის მეშვეობით ჩვენი იურიდიული ფირმა უზრუნველვყოფს ეფექტიანი და დაბალანსებული სამართლებრივი ჩარჩო პროექტების შემუშავებას. ჩვენი ეს გამოცდილება კი გვეხმარება კომპლექსური მარეგულირებელი სისტემების სრულყოფილ ანალიზსა და კონკრეტული ბიზნესსაქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებაში.

ამიტომ, სამართლებრივი კვლევა და შესაბამისობის შეფასება ჩვენი საქმეა!

placeholder

ჩვენი მიდგომები

ჩვენ გვჯერა სტრატეგიული იურიდიული კონსულტაციის, რომელიც ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თვითონ კლიენტი, რომელსაც ვემსახურებით. ჩვენი მიდგომები ეფუძნება თანამშრომლობას, გამჭვირვალობასა და შედეგებზე ორიენტირებას. ჩვენი იურიდიული ფირმის პრიორიტეტი ყოველთვის არის კლიენტთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ჩვენი მიწოდებული პროდუქტი მაქსიმალურად იყოს მორგებული კლიენტის მიზნებსა და საჭიროებებს.

ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ცვალებად სამართლებრივ გარემოს და ამ გზით უზრუნველვყოფთ კლიენტის ეფექტიან და უმტკივნეულო ადაპტირებას საკანონმდებლო სიახლეებთან.