სახელშეკრულებო იურიდიულ მომსახურებაs ვთავაზობთ ყველას, ვისაც სურს სახელშეკრულებო ურთიერთობაში მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ინტერესები, მიიღოს სამართლებრივად გამართული ხელშეკრულება და მინიმუმამდე შეამციროს პოტენციური დავების ალბათობა.
🔹 რას მოიცავს ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება
1. ხელშეკრულებების შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე
ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივად გამართულ ხელშეკრულებებს თქვენი კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. ხელშეკრულების შედგენისას მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ დოკუმენტის სამართლებრივ გამართულობას, სიზუსტესა და სანდოობას.
2. ხელშეკრულებების რევიზია
სანამ ხელს მოაწერთ ნებისმიერ ხელშეკრულებას, გადმოგვიგზავნეთ იგი და ჩვენ დეტალურად შევისწავლით თითოეულ პუნქტს, გამოვავლენთ პოტენციურ სამართლებრივ რისკებს, ბუნდოვან ჩანაწერებს, თქვენთვის არასასურველ პირობებს, მიზანშეუწონელ დათქმებს და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოგთავაზებთ რელევანტურ გამოსავალს.
3. ნოტარიული დამოწმება
ხელშეკრულების ნოტარიული დამოწმების აუცილებლობის შემთხვევაში, დაგეხმარებით აღნიშნულთან დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული საკითხების მოგვარებაში.
4. ხელშეკრულების რეგისტრაცია
ხელშეკრულების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის აუცილებლობის შემთხვევაში დაგეხმარებით აღნიშნულთან დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული საკითხების მოგვარებაში.
🔹 რა ტიპის ხელშეკრულებებს მოიცავს ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება
ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს, მათ შორის:
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები – ნასყიდობა, ქირავნება, იჯარა, იპოთეკა და სხვა
- შიდაკორპორაციული შეთანხმებები – პარტნიორთა შეთანხმება, სასამსახურო ხელშეკრულება დირექტორთან და სხვა
- ნებისმიერი სახის მომსახურების ხელშეკრულება
- სამშენებლო და სარემონტო ხელშეკრულებები
- ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები
- სასესხო და საკრედიტო ხელშეკრულებები
- მორიგებასთან დაკავშირებული შეთანხმებები
- შრომით ხელშეკრულებები
- წილებთან და აქციებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები
🔹 რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სახელშეკრულებო იურიდიული მომსახურება?
პროფესიონალიზმი – სახელშეკრულებო სამართლის სიღრმისეული ცოდნა
დეტალებზე ორიენტირება – არცერთი პუნქტი თუ დეტალი არ რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა;
კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა – თქვენი მიზნები ჩვენი პრიორიტეტია
ეფექტიანობა – სწრაფად და ხარისხიანად ვასრულებთ საქმეს , რადგან ისევე ვაფასებთ კლიენტის დროს, როგორც საკუთარს.
🔹 სახელშეკრულებო სამართლის როლი საქართველოში
სახელშეკრულებო ურთიერთობები ბიზნესისა და კერძო სექტორის ფუნქციონირების ერთ–ერთი ფუნდამენტია. კარგად შედგენილი ხელშეკრულება არა მხოლოდ იცავს მხარეთა ინტერესებს, არამედ ეხმარება მათ თავიდან აიცილონ პოტენციური სამართლებრივი პრობლემები.
საქართველოში სახელშეკრულებო სამართლის მომწესრიგებელ ძირითად კანონს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმოადგენს, რომელიც სახელშეკრულებო სამართლის ზოგად პრინციპებთან ერთად ასევე შეიცავს სხვადასხვა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობის (ნასყიდობა, ქირავნობა, იჯარა, სესხი, გადაზიდვა-გადაყვანა და სხვა) მომწესრიგებელ დებულებებს.
ამ ნორმების ცოდნა და გათვალისწინება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შედგენისას, რათა დოკუმენტი იყოს არა მხოლოდ გამართული, არამედ პრაქტიკაში ფუნქციონირებადი, აღსრულებადი და ამასთანავე კლიენტის ინტერესებს მაქსიმალურად მორგებული.
გარდა ამისა, სახელშეკრულებო დოკუმენტაციის მომზადებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების პირობები თავსებადი იყოს არსებულ სასამართლო პრაქტიკასათან. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვისა და პოტენციური სამართლებრივი რისკების შემცირების უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნული შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად მოითხოვს სამართლებრივი კვლევის აკადემიურ უნარებსა და შესაძლებლობებს, სწორედ ესაა ჩვენი იურიდიული ფირმის განსაკუთრებული სიძლიერე.
ამდენად, ჩვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით ვადგენთ ხელშეკრულების ტექსტს, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს, არამედ ქმნის მყარ სამართლებრივ კონსტრუქციას და მაქსიმალურად აზღვევს მას შემდგომი სამართლებრივი რისკებისაგან.
Your comment is awaiting moderation.
[…] […]
საკორპორაციო სამართლის მიმართულებით არის საუკეთესო იურიდიული ფირმა. ძალიან დამეხმარნენ კომპანიის დაფუძნებასა და კომპლექსური სადამფუძნებლო დოკუმენტების შედგენაში. ძალიან პუნქტუალურები, ორგანიზებულები და მოწესრიგებულები არიან სამუშაო პროცესში. წარმატებებს გისურვებთ!