ალბათ იკითხავთ თუ რატომ არის აუცილებელი იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით? ამ პოსტის ფარგლებში ვეცდებით ამ კითხვაზე დეტალურად გიპასუხოთ და ასევე გაგაცნოთ ჩვენი მომსახურების პაკეტი კონკურენციის სამართალში.
ქართული კონკურენციის სამართლის სწორად გააზრება და საკუთარი საქმიანობის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბიზნესებისთვის. იქნება ეს კონკურენციის სააგენტოს მიერ კონკრეტული სუბიექტის მიმართ მოკვლევის დაწყება, ბიზნესსუბიექტების შერწყმის ან სხვა ბიზნესის შეძენა, კონკურეტული ტრანზაქციის განხორციელება თუ ხელშეკრულების დადება – კონკურენციის სამართლის სპეციალისტის ჩართულობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია თითოეული ამ ქმედების კანონმდებლობის შესაბამისად განსახორციელებლად.
Adamia Legal გთავაზობთ მაღალი დონის იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით საქართველოში. ჩვენი გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს მმართველი პარტნიორი გიგა ადამია – კონკურენციის სამართლის დოქტორი და ამ დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი საქართველოში, უზრუნველყოფს სიღრმისეულ და სტრატეგიულ სამართლებრივ მხარდაჭერას თქვენი ბიზნესის დასაცავად.
📖 აღსანიშნავია, რომ ჩვენს მმართველ პარტნიორს სამართლის დოქტორის ხარისხი სწორედ კონკურენციის სამართლის მიმართულებით აქვს მინიჭებული და იგი ამ დარგში არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი ბმულის საშუალებით: Academia.edu
დაბლა კი შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ კონკურენციის სამართლის მიმართულებით ჩვენი იურიდიული მომსახურების სრულ პაკეტს.
🔹 წარმომადგენლობა კონკურენციის სააგენტოში
ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს წარმომადგენლობას კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ნებისმიერი სახის საქმის წარმოების პროცესში. ამ კუთხით ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- სააგენტოს მიერ მიღებულ ნებისმიერ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადებას;
- საჩივრის მომზადებას;
- თქვენს წინააღმდეგ შეტანილ საჩივარზე პასუხის მომზადებას და თქვენი ინტერესების სრულფასოვნად დაცვას;
- სამართლებრივი პოზიციების შემუშავებას და თქვენი ინტერესების სამართლებრივი დაცვის სტრატეგიის შემუშავებას.
Adamia Legal-ს აქვს მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი თეორიული ცოდნა, რომ ამ რთულ სამართლებრივ პროცედურებში და უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის ინტერესების დაცვას.
🔹 ხელშეკრულებების ანალიზი და კონკურენციის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის შეფასება
კონკურენციის კანონმდებლობა კრძალავს ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ან იწვევს კონკურენციის არსებით შეზღუდვას. ამიტომ, ნებისმიერი ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებელია შეფასდეს, თუ რამდენად ზღუდავს იგი კონკურენციას და ხომ არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამ კუთხით Adamia Legal-ის იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით მოიცავს:
✔️ კონკრეტული ხელშეკრულებების სამართლებრივ ანალიზსა და კონკურენციის კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის შეფასებას;
✔️ ექსკლუზიური დათქმების შემცველი, ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებული, ერთობლივი საქმიანობის, ტექნოლოგიური ტრანსფერის და სხვა კომპლექსური ხელშეკრულებების სტრუქტურირებას და მომზადებას კანონმდებლობის დარღვევის გარეშე;
იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შეიძლება შეადგენდეს კომპანიის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობას, მნიშვნელოვანია მსგავსი რისკების მინიმიზება და გადაზღვევა. ამიტომ, აირჩიეთ ჩვენი იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით.
🔹 დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება
თუ თქვენი კომპანია იკავებს ბაზარზე დომინანტურ პოზიციას, აუცილებელია გონივრული სამართლებრივი მოქმედებები, რათა თავიდან აიცილოთ დომინანტობის ბოროტად გამოყენება და ამისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სოლიდური ოდენობის ჯარიმა. ამისათვის, ჩვენ უზრუნველვყოფთ დაგეხმაროთ კონკრეტული ტრანზაქციისა თუ საბაზრო ქმედების დაგეგმვასა და განხორციელებაში ისე, რომ თქვენ არ მოხვიდეთ წინააღმდეგობაში კონკურენციის კანონმდებლობასთან. ამ ყველაფერში კი დამატებით დახმარებას გაგიწევთ ჩვენი კვლევისა და შესაბამისობის შეფასების სერვისებით.
გარდა ამისა, თუ თქვენ შევიწროებას განიცდით ბაზარზე დომინანტი კომპანიისაგან ჩვენი აიურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით მოიცავს: დაგეხმარებით, რომ სრულად დაიცვათ თქვენი ინტერესები კონკურენციის კანონმდებლობის ფარგლებში.
ამდენად:
✅ თუ თქვენ დომინანტი ხართ – ჩვენ დაგეხმარებით, იმოქმედოთ კანონის ფარგლებში.
✅ თუ თქვენ დაზარალებული ხართ დომინანტის ქმედებებისგან – ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს.
🔹 შერწყმების კონტროლი და სააგენტოში შეტყობინების წარდგენა
შერწყმა გულისხმობს ორი დამოუკიდებელი საწარმოს გაერთიანებას ერთ ეკონომიკურ სუბიექტად, რომლის განხორციელებაც ცალკეულ შემთხვევებში საჭიროებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანხმობას. კანონმდებლობა შერწყმასთან ერთად ასევე ითვალისწინებს სააგენტოს სავალდებულო ნებართვას სხვა საწარმოში საკონტროლო წილის შეძენისას ან სხვა გზით მნიშნელოვანი კონტროლის მოპოვებისას.
აღნიშნული ტიპის ტრანზაქციების განსახორციელებლად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია კონკურენციის სააგენტოში წინასწარი შეტყობინების წარდგენა შესაბამისი ნებართვის მისაღებად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით მოიცავს:
✔️ სამართლებრივ შეფასებას — ჩვენ შევაფასებთ ექვემდებარება თუ არა თქვენი ტრანზაქცია შეტყობინების ვალდებულებას;
✔️ შეტყობინების ვალდებულების შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ ამისათვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და სააგენტოში წარდგენას;
✔️ შეტყობინების წარდგენის შემდეგ, სააგენტოში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას.
🔹 კონკურენციის სამართლის შესაბამისობის პროგრამები – – თქვენი ბიზნესის უსაფრთხო განვითარებისთვის
თქვენი პრაქტიკული საქმიანობის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება საუკეთესო გზაა სამართლებრივი რისკების თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ამ კუთხით Adamia Legal-ის იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით მოიცავს:
✔️ ინდივიდუალურად მორგებულ შესაბამისობის პროგრამებს თქვენი ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით;
✔️ თანამშრომელთა ტრენინგებს კონკურენციის კანონმდებლობის შესახებ
ჩვენ დაგეხმარებით, შექმნათ სამართლებრივი კულტურა, რომელიც იცავს თქვენს კომპანიას ჯარიმებისა და რეპუტაციული ზიანისგან.
🔹 არაკეთილსინდისიერი კონკურენცია– სამართლებრივი კონსულტაცია და დაცვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში
საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის თანახმად, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია აკრძალულია და ამ ქმედებებზე დაწესებულია სანქციები. ჩვენ ვთავაზობთ პროფესიონალურ იურიდიულ მხარდაჭერას, როგორც სავარაუდო დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ისე უკვე დაწყებული დავის ფარგლებში. ამ კუთხით Adamia Legal-ის იურიდიული მომსახურება კონკურენციის სამართლის მიმართულებით მოიცავს:
✔️ კონსულტაციას კომპანიებისთვის, რათა თავიდან აირიდონ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემცველი ქმედებების განხორციელება და ამით არ აღმოჩნდნენ სოლიდური ჯარიმის დაკისრების რისკის ქვეშ. ასეთი ქმედება შეიძლება იყოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა ყალბი ან არასარწმუნო რეკლამით; გარიგების რეალური მიზნის დამალვა; კონკურენტის რეპუტაციის შელახვა და უსაფუძვლო კრიტიკა; პროდუქტის ფორმის/შეფუთვის უკანონო მიბაძვა; კომერციული საიდუმლოს უნებართვო გამოყენება; მოსყიდვა ან ბოიკოტისკენ მოწოდება და სხვა.
✔️ წარმომადგენლობა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ საჩივრების შემთხვევაში – როგორც საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, ასევე სასამართლოში
✔️ თქვენი ინტერესების დაცვა, თუ კონკურენტი ეწევა თქვენს წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერ ქმედებებს
🔹 რატომ Adamia Legal?
Adamia Legal გთავაზობთ მაღალი დონის კვალიფიციურ პრაქტიკულ იურიდიულ მომსახურებას კონკურენციის სამართლის მიმართულებით, მორგებულს თქვენს საჭიროებებსა და თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე. ჩვენი მმართველი პარტნიორი, დოქტორი გიგა ადამია, არის საქართველოს კონკურენციის სამართლის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ სამართლებრივი რისკების გარეშე იმოქმედოთ ბაზარზე და დაიცვათ თქვენი ინტერესები ნებისმიერი სამართლებრივი გამოწვევისაგან. დაგვიკავშირდით ახლავე!